ატლანტის ოკეანეში მდებარე ფარერის კუნძულები, რომლებიც დანიის სამეფოს შემადგენლობაში შედის, 2020 წლის აპრილში ტურისტებისთვის დაიხურება. ამის მიზეზი ტურისტების დიდი რაოდენობა და კუნძულის ინფრასტრუქტურის ტურისტული სეზონისთვის მომზადება სახელდება.ფარერის კუნძულების ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი 100 მოხალისეს ეძებენ, რომლებიც მათ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ადგილობრივი ბუნების უკეთ დაცვაში დაეხმარებიან.
შესაბამისი აპლიკაციის ინტერნეტში განთავსებიდან რამდენიმე დღეში კი, ფარერის კუნძულების ხელისუფლებისთვის მოულოდნელად დახმარების სურვილი 95 ქვეყნის 6 ათასზე მეტმა მოხალისემ გამოთქვა. აქედან, 100 მოხალისე შემთხვევითობის პრინციპით აირჩევა.
აღსანიშნავია, რომ ფარერის კუნძულების მოსახლეობა 51 ათას ადამიანს შეადგენს. მხოლოდ 2018 წელს კუნძულებს 60 ათასი ტურისტი ეწვია, რაც გასული წლის მონაცემებს 10%-ით აღემატება.