ფარერის კუნძულები ტურისტებისათვის 2020 წლის აპრილში დროებით დაიხურება. ამ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამის მიზეზად ტურისტების დიდი რაოდენობა და კუნძულის ინფრასტრუქტურის ტურისტული სეზონისთვის მომზადება სახელდება.
ამასთან, ფარერის კუნძულების ადგილობრივი ხელისუფლება 100 მოხალისეს ეძებს, რომლებიც მათ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ადგილობრივი ბუნების უკეთ დაცვაში დაეხმარებიან.
აღსანიშნავია, რომ ფარერის კუნძულების მოსახლეობა 51 ათას ადამიანს შეადგენს. მხოლოდ 2018 წელს კუნძულებს 60 ათასი ტურისტი ეწვია, რაც გასული წლის მონაცემებს 10%-ით აღემატება.