რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აღნიშნული მონაკვეთია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-კმ 110 მონაკვეთი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.