FAO-ს სურსათის ფასების ინდექსმა ივნისში 173.7 ქულა შეადგინა, რაც მაისთან შედარებით 1.3 პროცენტით ნაკლებია. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ცნობით, ვარდნა ძირითადად ხორბალზე, სიმინდსა და მცენარეულ ზეთზე ფასების შემცირებით იყო განპირობებული.
კერძოდ, ივნისში მაისთან შედარებით, მარცვლეულის ფასების კოეფიციენტი 3.7 პროცენტით, მცენარეული ზეთის ფასების კოეფიციენტი 3 %-ით შემცირდა; რძის ფასის ინდექსი კი 0.9 პროცენტამდე დაეცა; ხოლო FAO-ს ხორცპროდუქტების ფასის კოეფიციენტი 0.3% -ით; შაქრის ფასის კოეფიციენტი კი 1.2% გაიზარდა.