გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO-ს) სურსათის ფასების ინდექსი, ივნისში, რძის პროდუქტების და მცენარეული ზეთების მარაგების ფონზე 0.3%-ით შემცირდა და 173 ერთეული ქულა შეადგინა.
კერძოდ, გასულ თვეში 6.7 პროცენტით გაიზარდა FAO-ს მარცვლეული კულტურების ფასების ინდექსი, რის მთავარ მიზეზსაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან ექსპორტის გაზრდილი ნაკადის მოლოდინი წარმოადგენდა. მაისთან შედარებით, ივნისში 4.2%-ითაა გაზრდილი შაქრის ფასის ინდექსი. FAO-ს ბოსტნეულის, რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი კი შესაბამისად, 1.6%-თა და 11.9%-ით შემცირდა. რაც შეეხება ხორცს, FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი 1.5%-ით არის გაზრდილი, რაც აზიაში ყველა სახეობის ხორცზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა.
ცნობისთვის, FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის - რძის, მარცვლეულის, მცენარეული ზეთის, შაქრისა და ხორცის საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს.