აგვისტოში, FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი მარცვლეულისა და შაქრის ფასების ცვლილების ხარჯზე შემცირდა და 169.8 ერთეული ქულა შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, ივლისთან შედარებით 6,4%-ითაა შემცირებული FAO-ს მარცვლეულის ფასები. მარცვლეული კულტურებისგან განსხვავებით, აგვისტოში 5.9%-ით გაიზარდა მცენარეული ზეთის ფასის ინდექსი. მერვე თვეა უწყვეტად იზრდება FAO-ს ხორცის ფასების ინდექსიც. კერძოდ, აგვისტოში მატებამ 0.5% შეადგინა, ხოლო წლის დასაწყისთან შედარებით, ხორცის ფასების ინდექსი 12%-ითაა მომატებული. ამასთან, აგვისტოში წინა თვესთან შედარებით, 0.5%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი, რაც პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნითა და მიწოდების სიმცირითაა განპირობებული.
ცნობისთვის, FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის - რძის, მარცვლეულის, მცენარეული ზეთის, შაქრისა და ხორცის საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს.