გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის( FAO) ფასების ინდექსი, ივნისში, ბოლო სამი თვის მანძილზე პირველად 2.4%-ით გაიზარდა და 93.3 ქულა შეადგინა.
FAO-ს ინფორმაციით, აღნიშნულის მიუხედავად, COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო კალათის ზოგიერთი პროდუქტზე, მათ შორის მარცვლეულსა და ხორცზე ფასები შემცირდა.
ოთხთვიანი უწყვეტი კლების შემდგომ, ივნისში, მცენარეულის ზეთზე ფასები 11.3%-ით გაიზარდა. FAO-ს შაქრის ფასების ინდექსი მაისთან შედარებით 10.6%-ითაა მომატებული. 4%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. ამასთან, საანგარიშო პერიოდში წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 0.6%-ითაა შემცირებული ხორცის ფასების ინდექსი. FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი კი 0.6%-ით შემცირდა.
ცნობისთვის, FAO-ს ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის - რძის, მარცვლეულის, მცენარეული ზეთის, შაქრისა და ხორცის საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს.