გაერო-ს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სურსათის ფასების თვიური ინდექსი აპრილში ფაქტობრივად არ შეცვლილა და 173,5 ქულა შეადგინა. მათივე ცნობით, მარტთან შედარებით მხოლოდ უმნიშვნელო ზრდა ფიქსირდება, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ინდექსი 2,7%-ით გაიზარდა.
FAO-ს ინფორმაციით, მარცვლეულის ფასების თვიურმა ინდექსმა აპრილში წინა თვესთან შედარებით, 1,7%-ით მოიმატა, რძის პროდუქტების ფასების ინდექსი კი მარტთან შედარებით 3,4 %-ით გაიზარდა. რაც შეეხება მცენარეულ ზეთს, ხორცს და შაქარს საანგარიშო პერიოდში მათი ფასების ინდექსი შემცირდა.
ცნობისთვის, FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი ძირითადი სასურსათო პროდუქტების გლობალური ფასების ყოველთვიურ ცვლილებებს ასახავს.