ფანასკერტელის ქუჩაზე გუშინ საღამოს მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. დაზარალებული 45-წლამდე ასაკისაა. ის „რესპუბლიკურ საავადმყოფოშია“ გადაყვანილი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიები მოქმედებები. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.