ფალსიფიცირებული საქონელი შესაძლოა, განადგურებას დაექვემდებაროს. ამის შესახებ, ბიზნესომბუდსმენი ფინანსთა სამინისტროს მიმართავს. კერძოდ, აპარატს მიაჩნია, რომ კონტრაფაქციული საქონელი სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის ნაცვლად განადგურებას უნდა დაექვემდებაროს.
დღეის მდგომარეობით, სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული/ჩამორთმეული კონტრაფაქციული საქონელი სახელმწიფო საკუთრებაში მიექცევა და შემდგომი განკარგვის მიზნით ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაეცემა. შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული კონტრაფაქციული საქონელი კვლავ ხვდება სამოქალაქო ბრუნვაში.
„ბიზნესომბუდსმენის აპარატის შეფასებით კი, მომსახურების სააგენტოსთვის ისეთი საქონლის გადაცემა, რომლის რეალიზაციაც აკრძალულია, გაუმართლებელია და ამგვარი მიდგომა უნდა შეიცვალოს.