09:40
27 ოქტომბერი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს პატიმრობა შეეფარდა
26-09-2020

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი სასამართლოს მისი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა.

თავად ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

ცნობისთვის, დავით ფურცხვანიძეს, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, გუშინ, მტკიცებულების ფალსიფიკაციის და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავეს.

თავად დავით ფურცხვანიძე აცხადებდა, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ალტერნატიული ექპერტიზის ჩასატარებლად მიემგზავრებოდა.

AutoPlay
აშშ-ის სენატმა ემი კონი ბარეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა
გამოქვეყნდა 28 წუთის წინ
BBC - ბელგიაში კორონავირუსით ინფიცირებულ ექიმებს მუშაობის გაგრძელებას სთხოვენ
გამოქვეყნდა 28 წუთის წინ
სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს, რომ პარტია "ქართულ ოცნებას" ტოვებს
გამოქვეყნდა 34 წუთის წინ
ბადრი ესებუას სახლის ჩხრეკა გვიან ღამით დასრულდა - სამართალდამცავებმა ნივთმტკიცებები ამოიღეს
გამოქვეყნდა 35 წუთის წინ
ბადრი ესებუას ახლობლების ნაწილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიცია დატოვა
გამოქვეყნდა 36 წუთის წინ
სერგი კაპანაძე - ჩამონგრეული და ჩაფლავებული "ქართული ოცნება" ყველაფერს იკადრებს, რათა რამდენიმე ათასი ხმა მაინც მოიპაროს
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები