მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დედამიწის მასშტაბით სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებაზე ჰაერის დაბინძურება უფრო მოქმედებს, ვიდრე სიგარეტის მოწევა. კერძოდ, დაბინძურებული ჰაერი, რომელიც ძირითადად ავტომობილის გამონაბოლქვით არის გამოწვეული, მსოფლიოს მასშტაბით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას ერთ ადამიანზე წლითა და 8 თვით; თამბაქოს მოხმარება კი წლითა და 6 თვით ამცირებს. ამ ფაქტორების ჩამონათვალში მესამე ადგილს კი ალკოჰოლი და ნარკოტიკი იკავებს, რომელიც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას 11 თვით ამცირებს.