ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 42 პაციენტი ჰყავს. საავადმყოფოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათგან 10 პაციენტი 18 წლამდე ასაკისაა. მისივე განმარტებით, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება ორი პირი, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, კლინიკიდან დღეს კიდევ სამი პირის გაწერას ელოდებიან.