"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ „მამუკა ხაზარაძეს ივანიშვილი პერსონალურად დაემუქრა“.როგორც გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, პროკურატურის განცხადებამდე მამუკა ხაზარაძე ივანიშვილთან ურთიერთობის არაფორმალურად დალაგებას ცდილობდა.
„ფაქტია, პროკურატურა დამალობანას თამაშობს და პროსახელისუფლებო მედია საშუალებებით გვამცნობს ამბებს. ფაქტია, მამუკა ხაზარაძეს ივანიშვილი პერსონალურად დაემუქრა. ამდენად, კონტექსტი ამძიმებს 2008 წლის საქმის მიმართ სანდოობას.ფაქტია, ამ განცხადებამდე მამუკა ხაზარაძე ცდილობდა ივანიშვილთან ურთიერთობის არაფორმალურად დალაგებას. ფაქტია, ეს არ გამოვიდა. ფაქტია, რომ ბიზნესი თავისუფლად არ/აღარ სუნთქავს. ფაქტი არაა, მაგრამ მაინც ფაქტია, რომ პოლიტიკაში ნამატი გვექნება “, - აცხადებს გიგი უგულავა.