ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს არის შესაძლებლობა, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაცია არამხოლოდ ჰოსპიტალურ დაწესებულებებში, არამედ ამბულატორიულ დაწესებულებებშიც ჩატარდეს.
მისივე თქმით, დაახლოებით 7-მა დაწესებულებამ უკვე გამოთქვა მზაობა „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვაზე.
გაბუნიას განმარტებით, სოფლის მოსახლეობის ვაქცინაციით მოცვის გაუმჯობესებისთვის საჭიროებისამებრ შესაძლებელია გასვლითი მობილური ამბულატორიების გამოყენება.