კომპანია „ფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას განცხადებით, კორონავირუსის ცირკულირება მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ალბერტ ბურლამ ფრანგულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, ვირუსის გავრცელების მიმდინარე ტალღა უკანასკნელი უნდა იყოს, რომელიც შეზღუდვებს გამოიწვევს.
ტელეკომპანიასთან საუბრისას „ფაიზერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ბავშვებისთვის უსაფრთხო და ეფექტურია.