საერთაშორისო სავაჭრო პალატა პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს. წერილში აღნიშნულია, რომ ამგვარი მიმართვის მიზეზი ინვესტორთა საბჭოს 26 მარტს ჩანიშნული შეხვედრის უვადოდ გადადება და ბიზნესსექტორში არსებულ პრობლემების განხილვის აუცილებლობაა. წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული არასწორი ნაბიჯების გამო სოლიდური ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დაკარგა. მასში ასევე აღნიშნულია, რომ შექმნილი ვითარების შესახებ ეცნობება პალატის ყველა ეროვნულ კომიტეტს, რასაც დამანგრეველი გავლენა მოყვება საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე. "თუ უახლოეს დღეებში არ შეწყდება ზეწოლა და შანტაჟი ჩვენი წევრის "თიბისის" – მიმართ და არ დაიხურება პროკურატურის მიერ შეთითხნილი ბრალდება, თუ ჩვენს წევრს, "ომეგა ჯგუფს" არ მიეცემა შესაძლებლობა განაგრძოს თავისი საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში, ჩვენ სხვა არჩევანი აღარ გვრჩება, გარდა იმისა, რომ ოფიციალურად ვაცნობოთ და მსოფლიოს მასშტაბით გავაფრთხილოთ ICC-ის ყველა ეროვნული კომიტეტი იმ აგრესიული თავდასხმების, ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ადგილობრივი ბიზნესისა და უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგ" - ნათქვამის წერილში.