"ივანიშვილს სურს დაეუფლოს "თიბისი ბანკს" და ანაკლიის პორტს, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის თავიდან მოშორებით" - ასე ეხმაურება საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის ფადი ასლი "თიბისი ბანკისა" და ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. მისივე განცხადებით ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფრისთვის ეროვნულ ბანკს იყენებს რათა მათ "თიბისი ბანკის" და საქართველოში დაფუძნებული ყალბი კომპანიების საშუალებით, სანქციების გვერდის ავლა შეძლონ.