საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი "მერიდიანის" მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში მონაწილეობაზე უარის თქმას ეხმაურება. მისი განცხადებით, არავინ ჩადებს ფულს ანაკლიის პორტის პროექტში მანამ, ვიდრე ყველამ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს მისი ჩაშლა სურს.
ფადი ასლის თქმით, ყველა ხვდება, რომ მთავრობას ამ პროექტის განხორციელება არ სურს, ამიტომ გაუკვირდება კონსორციუმმა პროექტის განხორციელება რომ შეძლოს. მისივე განცხადებით, პორტს უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს, ის შექმნის სამუშაო ადგილებს ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვისაც, რადგან აფხაზეთიდან 4 კილომეტრშია.
შეგახსენებთ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია Meridian-მა ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა.