პრესაში გავრცელებული ინფორმაციით ზაზა ფაჩულია შესაძლოა ლოს ანჯელეს ლეიკერსში გადავიდეს. წყაროს ცნობით "დეტროიტ პისტონსის" ცენტრი ზაზა ფაჩულია "ლოს ანჟელეს ლეიკერსის" სამიზნეა. შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ქართველ ცენტრს ტრავმა აწუხებს და რამდენიმე მატჩი გამოტოვა. ფაჩულიას დაბრუნება უახლოეს დღეებში იგეგმება.