მსოფლიოს ნომერ პირველმა სოციალურმა ქსელმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ „ფეისბუქში“ ამ დროისთვის 270 მილიონამდე ყალბი ან დუბლირებული გვერდია შექმნილი.მარკ ცუკერბერგის განცხადებით, კომპანიის ძალისხმევა, შეაჩერონ „ფეისბუქში“ მომრავლებული ყალბი გვერდები, სავარაუდოდ, მომავალში კომპანიის შემოსავლებზეც აისახება. როგორც ცნობილია ფეისბუქმა უკვე აკრძალა იმ კომპანიის კუთვნილი ყალბი გვერდები, რომლებმაც ანგარიშები გვერდების სანაცვლოდ შეცდომით შექმნეს. გარდა ამისა, დახურა „სპამების“ გავრცელებისთვის სპეციალურად შექმნილი გვერდები.