ბოიკოტს, რომელიც ამერიკულმა კომპანიებმა Facebook-ს გამოუცხადეს, მხარი Starbucks-მაც დაუჭირა. კომპანიამ ივლისსა და აგვისტოში სოციალურ ქსელში რეკლამირებაზე უარი განაცხადა. FOX Business- ის თანახმად, ანალოგიურ გადაწყვეტილებაზე განცხადების გაკეთებას Pepsi-ც აპირებს.
ჯამში, ბოიკოტს ასზე მეტი კორპორაცია შეუერთდა. მათ მიაჩნიათ, რომ Facebook-ი და სხვა სოციალური ქსელები არ აკონტროლებენ სიძულვილის პუბლიკაციებს.
აღსანიშნავია, რომ კომპანიების მიერ რეკლამებზე უარის თქმამ, Facebook-ის საბაზრო ფასი 7 მილიარდ 200 მილიონით შეამცირა და ბოლო მონაცემებით, ის 56 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება თავად ცუკერბერგის ქონებას, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ის 82 მილიარდ 300 მილიონამდე დაეცა.