16:51
14 ივლისი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
Facebook-მა წელს 5.4 მილიარდი ყალბი ანგარიში დახურა, თუმცა მილიონობით მსგავსი ანგარიში კვლავ რჩება
14-11-2019

Facebook-მა მიმდინარე წელს 5,4 მილიარდი ყალბი ანგარიში დახურა, თუმცა მილიონობით მსგავსი ანგარიში ისევ რჩება, - ამის შესახებ სოციალური მედიის გიგანტმა ოთხშაბათს განაცხადა.
კომპანიის ინფორმაციით, მიუხედავად ტექნოლოგიური მიღწევებისა, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას დარეგისტრირებისთანავე ამოიცნოს ყალბი ანგარიშები, ამგვარი მომხმარებლების რაოდენობა მილიარდებს აღწევს.

СNN-ის ცნობით, მსგავსი ზომები გამოხატავს იმ მასშტაბებს, თუ როგორ ემზადება სოციალური ქსელების გიგანტი ამერიკის შეერთებული შტატების 2020 წლის არჩევნებისთვის და აღწერისთვის, რომელიც ქვეყანაში ამავე წელს უნდა ჩატარდეს.

ანალიტიკოსები და ექსპერტები საუბრობენ იმ საფრთხეებზე, რასაც სოციალურ მედიაში ე.წ. ფეიქ ამბების გავრცელება იწვევს.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, განსაკუთრებით 2016 წლის აშშ-ში არჩევნების შემდეგ გააქტიურდა. მაშინ სახელმწიფო დაზვერვის სამსახურებმა ღიად ისაუბრეს არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ.

AutoPlay
ესპანეთის პოლიციამ ბარსელონაში ალჟირის ორი მოქალაქე დააკავა, რომლებიც რადიოსადგურზე სავარაუდოდ ტერორისტულ თავდასხმას ამზადებდნენ
გამოქვეყნდა 58 წუთის წინ
სომხეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 339 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
რუსეთში, 24 საათში კორონავირუსის 6 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 175 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
აზერბაიჯანული მედია - სომხეთის მხარის მიერ საარტილერიო ცეცხლის გახსნის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
პრემიერი - რუსთავში შენდება ახალი საწარმო, რომელიც 3 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
შსს-ს ინფორმაციით, "ქურდული სამყაროს" წევრები დააკავეს, რომლებიც "ოკრიბას" ტერიტორიაზე მძღოლებს ყოველთვიურად თანხას სძალავდნენ
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები