Facebook-მა საკუთარი ინტერნეტ-თანამგზავრი Athena კოსმოსში შესაძლოა, მარტში გაუშვას. სოციალური ქსელის ეს ინიციატივა ემსახურება ინტერნეტის და ზოგადად, კომუნიკაციის გაუმჯობესებას მსოფლიოს იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტის სიხშირე დაბალია.როგორც ამბობენ, ეს ერთის მხრივ კარგია, რადგან მსოფლიოში შეიქმნება უფრო კონკურენტუნარიანი გარემო და ინტერნეტის მომწოდებლებიც საზოგადოებას უკეთეს სერვისს შესთავაზებენ.
იდეა თანამგზარის გაშვების შესახებ, რომელიც „სამყაროს დაახლოვებას“ გულისხმობს, ჯერ კიდევ ექსპერიმენტია. ექსპერიმენტის წარმატებით განხორციელების შემდეგ კი მარკ ცუკერბერგი საზოგადოებას ახალ იდეებს და პროექტებს გააცნობს. წარმატების შემთხვევაში, Facebook-ის თანამგზავრი კონკურენციას გაუწევს ანალოგ პროექტებს, როგორიცაა SpaceX და OneWe.