Facebook-მა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაკავშირებული ვიდეო წაშალა, რომელიც სოციალურ ქსელში მისმა რძალმა ლარა ტრამპმა განათავსა. BBC-ის ინფორმაციით, ლარა ტრამპმა, რომელიც CNN-ის თანამშრომელია, დონალდ ტრამპთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა და შემდეგ Facebook-ზე ატვირთა. რამდენიმე წუთში სოციალურმა პლატფორმამ ვიდეო წაშალა. მათი თქმით, დონალდ ტრამპი და მასთან დაკავშრებული ვიდეოები სოციალური ქსელიდან წაიშლება. გასულ თვეში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საკუთარ სოციალურ ქსელს ქმნის. მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტი ტრამპი სოციალურ ქსელებში ორ-სამ თვეში დაბრუნდება, თუმცა თავისი ახალი პლატფორმით, რომელიც თამაშის წესებს შეცვლის და ათობით მილიონ ადამიანს მიიზიდავს. პრეზიდენტობის დროს დონალდ ტრამპი Twitter-ს აქტიურად იყენებდა, თუმცა სოციალურმა ქსელმა ტრამპის განცხადებები დეზინფორმაციად ჩათვალა და ანგარიში წაუშალა. ტრამპის ანგარიში ასევე გააუქმა Facebook-მა და YouTube-მა.