Facebook-მა ავსტრალიელ მომხმარებლებს საკუთარი პლატფორმა დაუბლოკა.
BBC-ის ინფორმაციით დღეიდან ავსტრალიელებისთვის ყველა ადგილობრივი და გლობალური ახალი ამბების საიტის ფეისბუქ გვერდები, აგრეთვე მნიშვნელოვანი სამთავრობო საიტები დაიბლოკა. კომპანია Facebook-მა ეს ნაბიჯი ავსტრალიაში ინიცირებული კანონის საპასუხოდ გადადგა, რომელიც ტექნოლოგიურ გიგანტებს ახალი ამბების შინაარსისთვის გარკვეული საფასურის გადახდის ვალდებულებას აკისრებს.
Facebook-ი და Google-ი ამტკიცებენ, რომ კანონი ინტერნეტის მუშაობასთან შესაბამისობაში არ არის და მათი პლატფორმების უსამართლოდ დაჯარიმებას ითვალისწინებს. ავსტრალიის ხელისუფლებამ Facebook-ის გადაწყვეტილება გააკრიტიკა.