ამერიკულმა კომპანიამ Facebook-მა 390 მილიონი დოლარი გადაუხადა სპორტული ინვენტარის მაღაზიათა ქსელს REI-ს, ახალი ოფისისთვის კამპუსის შესაძენად. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა თავად REI (Recreational Equipment Inc.)-ის საიტზე.
როგორც ირკვევა, მისი საერთო ფართი 37 ათას 100 კვადრატულ მეტრს შეადგენს. REI-ი ამავე ინფორმაციაში აზუსტებს, რომ ამ ფართის გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება აგვისტოში მიიღო. ამ ოფისის გამოყენება არ მომხდარა და ის პირვანდელი სახით გადაეცემა Facebook-ს.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ორივე კომპანიამ გაიღო 1 მილიონი დოლარი საფეხმავლო ბილიკების შენარჩუნება განვითარებისთვის, რომელიც აქტიური დასვენების მოყვარულთათვისაა განკუთვნილი.