Facebook-მა იანვრიდან მარტამდე პერიოდში 2,2 მილიარდი ფეიკ ექაუნთი წაშალა.
CNN-ის ინფორმაციით, მაჩვენებელი კომპანიისთვის რეკორდულია და ცოტათი ჩამორჩება ერთი თვის განმავლობაში "ფეისბუქის" აქტიური მომხმარებლების რაოდენობას, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით 2,8 მილიარდს აღწევს.
შედარებისთვის უნდა ითქვას, რომ კომპანიამ წინა სამი თვის განმავლობაში 1,3 მილიარდი ფეიქ ანგარიშები წაშალა, 694 მილიონი კი 2017 წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში.
სოციალური ქსელის წარმომადგენლები მსგავსი აქტივობების შესახებ ანგარიშების წარმოდგენას მომავალი წლიდან ყოველ სამ თვეში ერთხელ დაიწყებენ, ანგარიშები Instagram-საც შეეხება.
"ამ თემის ჯანსაღი განხილვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფინანსური ანაგარიშები, რომლესაც ჩვენ ვაკეთებთ, ასე რომ ეს უბრალოდ ხშირად უნდა მოხდეს. იმის გაცნობიერება თუ რამდენად არის გავრცელებული დამაზიანებელი კონტენტი, დაეხმარება კომპანიებსა და ხელისუფლებას, რათა შექმნან მათთან ბრძოლის უკეთესი სისტემა. მჯერა, რომ ყველა წამყვანმა ინტერნეტ სერვისმა იგივე უნდა გააკეთოს" - განაცხადა სოციალური ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა.