13 წელს ქვემოთ ასაკის ბავშვებისთვის გათვალისწინებული Facebook-ის აპლიკაციის გაუმართაობის გამო, ბავშვებს უცხო ადამიანებთან კონტაქტი შეეძლოთ. აღნიშნული ინფორმაცია თავად კომპანიაში დაადასტურეს.
2017 წელს გაშვებული Messenger Kids-ი, ჩაფიქრებული იყო, როგორც უსაფრთხო სივრცე ბავშვებისთვის. აპლიკაცია ითვალისწინებდა, რომ ბავშვებს მხოლოდ იმ ადამიანებთან შეეძლოთ კონტაქტი, რომლებზე ნებართვასაც მშობლები გასცემდნენ. მაგრამ დიზაინში არსებულმა ხარავეზმა მშობლების მიერ დაუდასტურებელ მომხმარებელს, რომელიც შეიძლება ზრდასრული ყოფილიყო, საშუალება მისცა ჩატის წევრი გამხდარიყო.
კომპანიაში აღნიშნეს, რომ მათ ეს ჩატები უკვე გათიშეს და მშობლებს ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს. BBC-სთან საუბარში Facebook-ის პრესმდივანმა განმარტა, რომ კომპანიაში ხარვეზი მისი აღმოჩენისთანავე აღმოფხვრეს და პრობლემის შესახებ მშობლებისგან არანაირი საჩივარი არ მიუღიათ.