კომპანია Facebook-მა მისი პირველი მონაცემთა ცენტრის შესაქმნელად აზიაში სინგაპური შეარჩია. როგორც The Wall Street Journal წერს, კომპანია მის შესაქმნელად 1 მილიარდი დოლარის ინვესტირებას განახორციელებს. კომპანიამ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ სინგაპური სთავაზობს სანდო ინფრასტრუქტურას, ბიზნესისთვის მეგობრულ სახელმწიფო პოლიტიკას და ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერას, რომელიც ცდილობს სინგაპური მონაცემთა ბაზების ჰაბად აქციოს.
Facebook-ის სინგაპურის ცენტრის ელექტრომომარაგება მთლიანად განახლებადი ელექტროენერგიით მოხდება და ის ფუნქციონირებას 2022 წლიდან დაიწყებს. ეს იქნება სინგაპურში არსებული ყველაზე დიდი „დატა-ცენტრი“. ჯამში კომპანიას 14 მონაცემთა ცენტრი აქვს, ძირითადად ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.