კონსორციუმი Libra Association, რომელიც 20-ზე მეტი კომპანიისგან არის დაკომპლექტებული, კრიპტოვალუტა Libra-ს გამოცემაზე უარის თქმას არ აპირებს. აღნიშულის შესახებ კონსორციუმის დირექტორთა საბჭოს წევრმა პატრიკ ელისმა სააგენტო „როიტერს“ განუცხადა.
მისი თქმით, Libra-ს მიმოქცევაში ჩაშვება 2020 წელს არის დაგეგმილი, თუმცა კონკრეტული ვადები მარეგულირებლებთან მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული. როგორც ცნობილია, Facebook-მა საკუთარი კრიპტოვალუტის გეგმის შესახებ ივნისში განაცხადა. მაშინ კომპანიაში აცხადებდნენ, რომ ამ კრიპტოვალუტის შექმნა ისეთივე მარტივი იქნებოდა, როგორც სმარტფონიდან სმს შეტყობინების გაგზავნა.
თუმცა ამერიკასა და ევროპაში პროექტის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი და მის მიმართ არაერთი კრიტიკული განცხადებაც გაკეთდა, შედეგად კი კონსორციუმი ცალკეულმა კომპანიებმა დატოვეს, მათ შორის იყო Visa, Mastercard, PayPal და eBay.