კომპანიამ Facebook-ი მიიღო გადაწყვეტილება გააუქმოს მოწონებების ე.წ. „ლაიქების“ ღილაკი სოციალური ქსელის საჯარო გვერდებისთვის, ისეთებისთვის როგორიცაა მსახიობების, საჯარო პირების და ბრენდების გვერდები. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
Facebook-ის აღნიშნული ტიპის გვერდები მხოლოდ მიმდევრებს უჩვენებს და ასევე ხელმისაწვდომს დატოვებს კომენტარების ველს, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ ინტერაქცია.