Facebook-ი განიხილავს შესაძლებლობას მის პლატფორმაზე პოლიტიკური რეკლამის განთავსების მიდგომა შეცვალოს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
მათი მონაცემებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში კომპანიის ხელმძღვანელობა განიხილავდა შესაძლებლობას, გაეზარდათ პოლიტიკური რეკლამის მოცვის ოდენობა. როგორც წყარო ამტკიცებს, ამ დროისთვის პოლიტიკური ხასიათის რეკლამისთვის მინიმალური მოცვის ოდენობა 100 კაცს შეადგენს და კომპანია ამ რაოდენობის რამდენიმე ათასით გაზრდას განიხილავს.
გამოცემის აზრით, მსგავსი მიდგომა ცრუ ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა.