გერმანიის იუსტიციის ფედერალურმა სამმართველომ 2 მილიონი ევროთი დააჯარიმა კომპანია Facebook Ireland Limited-ი, რომელიც შტატებისა და კანადის ფარგლებს მიღმა Facebook-ის მუშაობაზეა პასუხისმგებელი. ჯარიმის მიზეზად სოციალური ქსელების დაცვის კანონის დარღვევა სახელდება. უწყების ინფორმაციით, კომპანიამ 2018 წლის პირველ ნახევარში დაარღვია პუბლიკაციის შესახებ წესდება, რომელიც არაკანონიერი კონტენტის მართვას შეეხება.
ცნობისთვის, გერმანიამ სოციალური ქსელების მარეგულირებელი კანონი 2017 წლის 30 ივნისს მიიღო. ის მსხვილ სოციალურ ქსელებს, როგორიცაა Facebook ან Twitter-ი ავალდებულებს, რომ ქსელიდან კანონსაწინააღმდეგო კონტენტი წაშალონ.