ამერიკულმა კომპანიამ Facebook-მა გამოაცხადა, რომ აპირებს აამუშავოს პოპულარული მოკლე გასართობი ვიდეოების სერვისის TikTok-ის ანალოგი Reels Facebook-ზე. ამის შესახებ საუბარია კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.
როგორც სოციალურ ქსელ Instagram-ზე, ასევე Facebook-ზე მომხმარებლები შეძლებენ მოკლე გასართობი ვიდეოების ნახვას და ამავდროულად მათ მონეტიზირებას.
როგორც ანლოგიურ სერვისებზე, ვიდეორგოლები Reels Facebook-ზე შესაძლოა იყოს როგორც პრივატული, ასევე საჯაროდ ხელმისაწვდომი. ვიდეოს შემქმნელები უნდა იყვნენ 18 წელზე უფროსი ასაკის. აღსანიშნავია, რომ ფინანსური ბონუსი ხელმისაწვდომი იქნება როგორც Facebook-ზე, ასევე Instagram-ზე.