კომპანიები Facebook-ი და Google პროექტ Havfrue-ს (წყალთევზა) განხორციელებას შეუდგნენ, რომელიც ოპტიკურბოჭკოვანი კაბელის ატლანტიკის ოკეანის ფსკერზე განთავსებას ითვალისწინებს. ამ მეგაპროექტის მონაწილე ირლანდიურმა კომპანიამ Aquacomms-მა ამგვარი სამუშაოების განხორციელებისთვის საჭირო ლიცენზია უკვე მიიღო. გამოცემა წერს, რომ პროექტის ირლანდიური ნაწილის ღირებულება 7 მილიონ 500 ათას ევროს შეადგენს, ხოლო მთლიანად პროექტის ღირებულება ჯერ არ ხმაურდება.
ირლანდიის მხრიდან სამუშაოები მარტიდან დაიწყება და სექტემბერში დასრულდება. ატლანტიკის ოკეანეში ახალი საკაბელო სისტემის ამოქმედება კი უკვე მომავალი წლიდან იქნება შესაძლებელი.