ამერიკულმა კომპანიამ Facebook-მა წარმოადგინა ჭკვიანი სათვალეების ახალი ხაზი, რომელიც შემუშავებულია EssilorLuxottica-სა და Ray-Ban-თან ერთად. ამის შესახებ საუბარია კომპანიის საიტზე გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში.
სათვალეების საწყისი ფასი 299 დოლარია. ის 20 სხვადასხვა დიზაინით იქნება ხელმისაწვდომი. მისი შეძენა როგორც ონლაინ, ასევე ამერიკის, ავსტრალიის, კანადის, ირლანდიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის მაღაზიებში იქნება შესაძლებელი.
სათვალეებში ინტეგრირებულია 5 მეგაპიქსელიანი 2 კამერა, რომლებიც საშუალებას იძლევა გადაიღო ფოტოები და 30 წამიანი ვიდეოც კი, ღილაკის დაჭერით ან Facebook Assistant-ს ხმოვანი ასისტენტით. მას ასევე აქვს მიკროფონი და დინამიკები.
ის სინქრონიზირებულია აპლიკაციასთან Facebook View app, რომელიც საშუალებას იძლევა გადაღებული მასალა პირდაპირ გადაიგზავნოს სიციალურ ქსელში ან მესენჯერში, ასევე შეიძლება მათი ტელეფონში შენახვაც.