ფაბიო კანავარომ სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული მოიგო - იუვენტუსის, მადრიდის რეალის და იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა მცველმა გუანჟოუ ევერგრანდი ჩინეთის სუპერ ლიგის ჩემპიონი გახადა!
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ კანავარო ლამის პოსტიდან დაითხოვეს - საქმიანობასაც ჩამოაშორეს, თუმცა მალევე ძველ პოსტზე დააბრუნეს. კვირას გუანჟოუმ ქვედა ათეულის შენჰუა 3:0 დაამარცხა და ჩემპიონობა გაიფორმა.