"ეზოში ქვეყნის მტერია", - ამ სლოგანით პრეზიდენტის სასახლესთან მოძრაობა "შეცვალე" აქცია გამართეს. სამოქალაქო აქტივისტებმა ჯართან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების შეფასებით სალომე ზურაბიშვილმა ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამეცნიერო წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა რომ ქვეყანას არ აქვს ჯარი, არც იარაღი და არც ექნება, ასევე არ აქვს არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ რეგიონი დაიპყროს, მაგრამ აქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება და კულტურა