ნავთოგაზის კომპანია Exxon Mobil-ი ნორვეგიაში საკუთარი აქტივების წილის გაყიდვას აპირებს. საუბარია 4 მილიარდის ღირებულების აქტივებზე.
ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ წერს. სტატიაში ნათქვამია, რომ Exxon Mobil-მა ნორვეგიაში ოპერირება 100 წლის წინ დაიწყო და ახლა გეგმავს ეს ქვეყანა სრულად დატოვოს.
ნორვეგიული გამოცემა Dagens Naeringsliv-ის ინფორმაციით, გასაყიდი აქტივების ერთ-ერთ შემსყიდველად კომპანია Var Energi სახელდება. როგორც მოსალოდნელია, აღნიშნული შეთანხმების შესახებ ოფიციალურად სექტემბრის ბოლოს გაცხადდება. თუმცა, ამ დრომდე მარეგულირებლებისგან აღნიშნულ შეთანხმებაზე თანხმობა გაცემული არ არის.
სააგენტოს წყაროს ცნობით, Exxon Mobil არა მხოლოდ ნორვეგიიდან გასვლას, არამედ ჩრდილოეთის ზღვაში საკუთარი აქტივების გაყიდვასაც გეგმავს.