2019 წლის ივლისში ევროზონაში უმუშევრობის მაჩვენებელი არ შეცვლილა და ივნისის ანალოგიურად 7,5% შეადგინა. ამის შესახებ ევროპის სტატისტიკური სააგენტოს Eurostat-ის დასკვნაშია აღნიშნული. ივნისის ანალოგიურად უმუშევრობის მაჩვენებელი 6.3%-ზე დარჩა ევროკავშირშიც.
რაც შეეხება გასული წლის მაჩვენებლებს, 2018 წლის ივლისში უმუშევრობა ევროზონაში 8.1%, ხოლო ევროკავშირში - 6.8% იყო.
აბსოლუტური თვალსაზრისით, ევროკავშირის ქვეყნებში უმუშევართა რაოდენობამ 2019 წლის ივლისში 15 მილიონ 600 ათასი, ევროზონაში კი - 12 მილიონ 300 ათასი ადამიანი შეადგინა.
ცნობისთვის, ევროკავშირის ქვეყნებს შორის ივლისში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჩეხეთის რესპუბლიკასა და გერმანიაში, ხოლო ყველაზე მაღალი საბერძნეთსა და ესპანეთში დაფიქსირდა.