ევროვიზიის მომდევნო კონკურსს იტალია უმასპინძლებს - წლევანდელი გამარჯვებული სწორედ ეს ქვეყანა გახდა. იტალია წლევანდელ ევროვიზიაზე ჯგუფმა Måneskin-მა წარადგინა. ფინალში პირველობისთვის 20-ზე მეტი ქვეყანა იბრძოდა. საქართველოს წარმომადგენელი თორნიკე ყიფიანი კონკურსს ნახევარფინალში გამოეთიშა. მან კონკურსზე სიმღერა You წარადგინა. წლევანდელი ევროვიზიის გამარჯვებული ჯგუფის ვოკალისტს დამიანო დავიდს, კონკურის შემდეგ ნარკოტესტის ჩაბარება მოთხოვეს. ბრალდებების მიზეზი კონკურსის შედეგების გამოცხადების დროს დაფიქსირებული კადრები გახდა, რა დროსაც დამიანო დავიდი მაგიდასთან დაიხარა. სოციალურ ქსელში გაჟღერდა სპეკულაციები იმის შესახებ, რომ მომღერალი პირდაპირ ეთერში კოკაინს მოიხმარდათუმცა ტესტი ნარკოტიკებზე უარყოფითი აღმოჩნდა. ამასთან, გამოძიება ევროვიზიის ორგანიზატორმა - ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) ჩაატარა. ფინალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დავიდმა ბრალდება უარყო და აღნიშნა, რომ ის და მისი ჯგუფი ნარკოტიკების წინააღმდეგები არიან. ტომასმა გიტარისტიმა ჭიქა გატეხა, მე კი ნამსხვრევები ავალაგე“, - განაცხადა მან.Maneskin-ის გამარჯვება პირველი გახდა იტალიისთვის 1990 წლის შემდეგ. ჯგუფის სიმღერამ Zitti e Buoni 524 ქულა მიიღო.