ევროსასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე შეჩერების გადაწყვეტილება გააგრძელა - შეტყობინება სტრასბურგიდან სამაუწყებლო კომპანიის იურისტებმა დღის ბოლოს მიიღეს. სტრასბურგის სასამართლოს განმხილველმა პალატამ 3 მარტს მიღებული შეჩერების ღონისძიება ერთხმად გააგრძელა. „ საქართველოს მთავრობას ეკრძალება, აღასრულოს უზენაესი სასამართლოს განჩინება იმ მომენტამდე, ვიდრე ამის უფლებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არ მისცემს," - განაცხადა ნიკა გვარმიამ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ევროსასამართლომ თავდაპირველად 3 მარტიდან 8 მარტამდე შეაჩერა. ცნობისთვის სტრასბურგში ორშაბათს ქიბარ ხალვაში და მისი ადვოკატი, პაატა სალია იმყოფებოდნენ. ევროსასამართლოს მათ წერილობითი მიმართვა დატოვეს, როლითაც "რუსთავი 2"-სა და საქართველოს სახელმწიფოს შორის დავაში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვეს.