ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია 27-30 სექტემბერს გაიმართება. საშემოდგომო სესიის პროგრამის მთავარი პუნქტები ეხება კლიმატური ცვლილებების, ასევე გარემოსა და ადამიანის უფლებების საკითხებს.
დისკუსიები გაიმართება ავღანეთში არსებულ ვითარებაზე, ბელარუსიდან მიგრაციული ზეწოლის ზრდაზე ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საზღვრებზე, ასევე კიბერდანაშაულის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის ოქმის ახალ პროექტზე.
ამასთან, პირველ დღეს დეპუტატები განიხილავენ მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ჰუმანიტარულ შედეგებს, ხოლო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობა გამოაცხადებს ვაცლავ ჰაველის პრემიის ლაურეატს.