ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ბათუმში ჩავიდა. მას ბათუმის აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დახვდნენ. საქართველოს ასევე ეწვივნენ პოლონეთის, შვედეთის, სომხეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. ისინი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბათუმში 11-12 ივლისს გაიმართება. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი, ასევე საქართველოს მთავრობის წევრები.