სატელეფონო საუბრისას ევროსაბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
„პრეზიდენტ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს, კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ ალექსეი ნავალნის დაკავების დაგმობის საკითხთან მიმართებაში ევროკავშირი ერთიანია და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოვუწოდე,“- წერს მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
მისივე თქმით, რუსეთმა ნავალნის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებული სრული და გამჭვირვალე გამოძიება სასწრაფოდ უნდა დაიწყოს.