ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც 10 ქვეყნის მონიტორინგის შედეგებს აჯამებს.
ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს რიგ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების გამო, რომელიც "წინააღმდეგობაში მოდის ამ სახელმწიფოების ვალდებულებებთან". ამ კონტექსტში საუბარია საქართველოზეც. რეზოლუციაში მოხვდა ვერ შესრულებული დაპირება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასტან დაკავშირებით. ასევე, რეზოლუციაში საუბარი იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვებეზე და მოსამართლეების შერჩევის წესზე. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, "ქართულ ოცნებას" მიმართავს.
რეზოლუციაში, რომელიც ასამბლეამ მიიღო, ორგანიზაცია მმართველ პარტიას მოუწოდებს, 2020 წლის არჩევნებამდე უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველა მხარის ნდობითა და მხარდაჭერით ისარგებლებს.
დოკუმენტში საუბარია რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებულ უკანონო ქმედებებზეც, მათ შორის, დაგმობილია საქართველოს რეგიონების, "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის რუსეთის მიერ მცოცავი ანექსია და სამხედრო აგრესია აღმოსავლეთ უკრაინაში.