"ევროპული საქართველოს" წევრებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც პანდემიისგან გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრეს. გიგა ბოკერიას განცხადებით, მმართველი გუნდი ვერ უმკლავდება არსებულ სიტუაციას, რადგან დრამატულად იმატებს ინფიცირებულთა რიცხვი, ჯანდაცვის სისტემა კი ვერ ახერხებს კოვიდ ინფიცირებულებისთვის სათანადო მკურნალობის გაწევას.
ბრიფინგზე სერგი კაპანაძემ "ევროპული საქართველოს" გეგმა წარმოადგინა, რომელიც მისი განცხადებით, არსებულ ეპიდვითარებას დაასტაბილურებს და მაქსიმალურად უზრუნველყოფს საწოლების რაოდენობას საავადმყოფოებში.