"ევროპულმა საქართველომ" "თიბისი ბანკის" საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექნის საკითხი ოფიციალურად დააყენა. როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ევროპულმა საქართველომ" უკვე დაიწყო დეპუტატებს შორის საჭირო - 50 ხელმოწერის შეგროვება. ბაქრაძის თქმით, საგამოძიებო კომისიის მიზანი არ იქნება "თიბისი ბანკის" საქმეზე მაღალჩინოსნების დასჯა, არამედ კომისიამ უნდა გამოიკვლიოს, რასთან გვაქვს საქმე.