გიგი უგულავამ და მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ საბურთალოს რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატები მარიამ რამინაშვილი და აკაკი კილასონია წარადგინეს. მოსახლეობასთან შეხვედრაზე კანდიდატებმა საბურთალოში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ელენე ხოშტარიამ შეკრებილ საზოგადოებას ქალაქის საცობებისგან განტვირთვის და უსაფრთხო გადაადგილებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის კომპლექსური გეგმა გააცნო.